https://www.youtube.com/watch?v=3wEIwLfNiIk
კომიტეტის სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს” წევრები და გედევან ფოფხაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ კომიტეტის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება ითხოვა.
ფოფხაძემ ხოშტრიას ინიციატივა პროცედურის დარღვევად შეაფასა:
“რეგლამენტი აიღეთ და კანონში ჩაიხედეთ და მიხვდებით რასაც გეუბნებით, რა უნდა გავაკეთო არ მჭირდება თქვენი სწავლება. პროვოკაციების მოწყობას და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობას თავი დაანებეთ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამ კომენტარს დეპუტატ ელენე ხოშტარიას გაღიზიანება მოჰყვა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტიდან 200 მეტრში შიმშილობენ.
,,ევროპული საქართველოს” წევრებმა ელენე ხოშტარიამ და სერგო რატიანმა კომიტეტის სხდომა დატოვეს.