ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 16 პირის საქმე გუშინ განიხილა, მათგან 7 პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი 9 კი გაათავისუფლეს, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 40 ადამიანიდან, 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გაათავისუფლეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შეგახსენებთ, 12 მარტს , გამთენიას ბათუმში საპროტესტო აქცია, ვანდალურ ქმედებებში გადაიზარდა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ბათუმის ქუჩებში არეულობა მოაწყო, დაწვეს ავტომობილები, ქვები დაუშინეს პოლიციის შენობას და დააზიანეს სხვა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.