დღეს დილას თბილისში სანზონაში კაჭრეთის ქუჩაზე 80 წლის ლუბა ჯანგირაშვილს რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფულის გამოძალვის მიზნით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ადგილობრივები “მეტრონომთან” საუბარში ამბობენ, თავდამსხმელებმა მოხუცი გაძარცვეს, სახლიდან 3 ათასი ამერიკული დოლარი წაიღეს, დაზარალებულს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს, იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მოხუცს მეზობლების თქმით, უცხოეთში შვილები ჰავს და მას ფულს უგზავნიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლისა სამართლის 179-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე პირების დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.