“ვერც პუტინს, ვერც სააკაშვილს და ვერც ივანიშვილს სახელმწიფო მოხელეს ვერ ვუწოდებდი” – ასეთი განცხადება გააკეთა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ გადაცემა “პანორამაში”.
მისი დახასიათებით, პუტინი იყო და რჩება “კაგებეს” აგენტად და მას აწუხებს საბჭოთა დროზე ნოსტალგია, ის ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირად აქციოს.
“მიშა სააკაშვილი ბევრად უფრო საინტერესო ფიგურაა, რადგან მან მართლაც გააკეთა ბევრი კარგი. მან მოახერხა სახელმწიფოს მოდერნიზება “ვარდების რევოლუციის” შემდეგ იმდენად, რომ ამ მოდელს ლიდერთა აკადემიაში ვასწავლით და ვიყენებთ ანალიზისთვის, თუ როგორ უნდა ებრძოლო კორუფციას და ა.შ. მიშას პრობლემა ძალაუფლება იყო. ძალაუფლება თავში აუვარდა და ბოროტად გამოიყენა”, – ასე აფასებს ფუკუიამა მიხეილ სააკაშვილს.
ფუკუიამა ბიძინა ივანიშვილსაც ახასიათებს. მისი თქმით, ის იმისთვისაც კი არ იწუხებს თავს, რომ თავი პოლიტიკოსად მოგვაჩვენოს.
“როდესაც ვიღაცა მთელს პოლიტიკურ სისტემას ფარდის მიღმა მანიპულირებს, ეს ამ სისტემის ნაკლოვანებაზე მეტყველებს. დემოკრატია პასუხისმგებლობას ნიშნავს. ანუ, მე ვმონაწილეობდი არჩევნებში, გავხდი პრემიერი, მივიღე გადაწყვეიტლებები და თუ ხალხს ჩემი მმართველობა არ მოეწონა, შეუძლია არჩევნებზე ხმა სხვას მისცეს”, – ასე შეაფასა ფრენისის ფუკუიამამ ქართველი პოლიტიკოსები.