ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრემიერმა ძალოვნებს მადლობა გადაუხადა

პრემიერმა კვირიკაშვილმა, სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმკაცრეს პასუხს გასცემს ყველას, ვინც არ დაემორჩილება კანონს და უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

“მადლობას გიხდით გმირობისა და მოთმინებისთვის. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები იყენებენ იმდენ ძალას, რამდენიც საჭიროა სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. მინდა, იცოდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვარ. მინდა იცოდეთ და იამაყოთ, რომ გუშინდელ ღამეს გავიარეთ ნამდვილად ძალიან სახიფათო ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევასრულეთ ჩვენი ამოცანა ისე და გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მინდა, მოთმინებისთვის და გმირობისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს და მინდა, წარმატება გისურვოთ. ასევე, მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველას, ვინც დაზიანდა გუშინ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერთან ერთად აჭარაში იყვნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

შგახსენებთ, 2 დღის წინ ბათუმში საპროტესო აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა.

იტვირთბა....