აჭარის ავტორნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი, არ შეეგუება ვანდალიზმს. ზურაბ პატარიძე ღამით ბათუმში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ ელფერს ხედავს.
„სამწუხაროდ ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. ეს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. თქვენ ალბათ ხედავდით, გუშინ კადრებში ჩანდა სხვადასხვა პიროვნება, პარტიის წარმომადგენელი, ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ ვანდალიზმს, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჩართული მსგავს აქციებში,” – განაცხადა ზურაბ პატარიძემ.