ახალი ამბები მთავარი სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო კონიაკის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ახდენდნენ მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.

ბრალდებულები დიდი ოდენობით კონიაკი Hennessy X.O-ს რეალიზაციისას დააკავეს, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....