საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ახალი დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა. დეკანოზმა მიქაელმა ფოფხაძე ილია მეორის გადაწყვეტილება წარადგინა. საჯარო რეესტრის განმარტებით, დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს.
“ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით”, – წერია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.
ფოფხაძეს რეგისტრაციის პირობების დასაკმაყოფილებლად 30 დღე აქვს. წმ. სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა.