საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ.
“მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოციზიას. ამავე დროს, გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის გნამავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია ერთსულოვნება დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზია “ერთსულოვნების” განვითარების საქმეში – მომავალში დაფასდება. უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გაითვლაისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიტროპპოლიტი პეტრე ცააცა გუშინ, სინოდის სხდომაზე საპატრიარქოს ტელევიზიის მმართველობას ჩამოაშორეს.