მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა. ის თანამშრომლებმა ტაშით და სამახსოვრო ფოტოთი გააცილეს.
“მივდივარ საჭყონდიდოში. ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს”, – განაცხადა წასვლისას ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.
ტელევიზიის თანამშრომლები მეუფე პეტრეს მიერ გაწეულ სამუშაობს დადებითად აფასებენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი თანამდებობაზე დააბრუნოს.