ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“თუ ტელევიზიის დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს დიდი სირცხვილი იქნება”

“თუ ტელევიზიის დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ეკლესიისთვის და დიდი შეცდომა”, – ასეთი განცხადება გააკეთა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ყოფილმა დირექტორმა, მეუფე პეტრემ ტელევიზიის დირექტორის პოსტზე გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ თავად ჰქონდა სურვილი, რომ უწმინდესს ტელევიზიიდან გაეთავისუფლებინა, მაგრამ მაშინ პატრიარქმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ დღეს ჩათვალა საჭიროდ. „ვმადლობ ღმერთს, მიმაჩნია ეპარქიას უფრო მეტად ვჭირდები. უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ .
ანდრიაძე დღეს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამასთან, იგი წლების წინ საპატრიარქოს ტელევიზიის დამფუძნებელი და დირექტორიც იყო.

შეგახსენებთ, გუშინ, სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე დასაჯეს და ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....