ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცესკომ კანაფის ლეგალიზაციაზე რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი გვითხრა”

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ დღეს ცესკოში კანაფის ლეგალიზებაზე რეფერენდუმში ჩაწერის საკითხზე  განხილვა იყო, ხოლო  რეფერენდუმის დანიშვნაზე ცესკომ უარი განაცხადა. მისი თქმით,  „გირჩი“ ცესკოს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„დღეს ცესკოში კანაფის ლეგალიზაციაზე რეფერენდუმის საკითხის განხილვა იყო, თუმცა ცეესკომ მის დანიშვნაზე უარი გვითხრა. არცერთმა წევრმა  რეფერენდუმის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა. 99%-იანი სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ ყველამ ერთის გარდა ხმა წინააღმდეგ მისცა, ერთმა კი თავი შეიკავა.

ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეფერენდუმის ჩატარებისას ასეთი კითხვა დასმულიყო, ხართ თუ არა თანახმა საქართველოში მოხდეს კანაფისა და კანაფის შემცველი პროდუქტების ლეგალიზება. ანუ მათი რეგულირება იმგვარად, როგორც არის სპირტის, ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტის.

ცესკომ რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი ორი არგუმენტით გვითხრა. ერთი ეს იყო, რომ კანაფის პროდუქტები ხალხისთვის დამაბნეველია და მეორე რა არის სიტყვა „ლეგალიზაცია. 5 დღის ვადა გვაქვს გასაჩივრებისთვის და მას სასამართლოში გავასაჩივრებთ“, – ამბობს ხვიჩია.

იტვირთბა....