ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პროკურატურის მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს”

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მათ არ იციან დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰყავს თუ არა თანამზრახველები. მისი თქმით, პროკურატურამ საპატრიარქოში მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა.

ედიშერ ქარჩავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის მტკიცებულებეში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

”ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი იმისა, რომ  პროკურატურის მტკიცებულებეში  ეჭვი შევიტანოთ, არ გვაქვს.   მტკიცებულებებს  თავისი სტადიები აქვს. საქართველოს საპატრიარქო ობიექტურად ადევნებს ამ მოვლენებს თვალს და დაელოდება ამ მტკიცებულების შეფასების სტადიას – თუ ის რამდენად ავთენტურია. საპატრიარქო ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს”, – განაცახადა ედიშერ ქარჩავამ.

 

იტვირთბა....