გურჯაანის რაიონში, სოფელ შაშიანში თელავისკენ მიმავალი ოპელის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავი კრიმინალური პოლიციის კუთვნილ პიკაპს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზიანდა ორივე ავტომობილი და მსუბუქად დაშავდა ოპელის ერთი მგზავრი.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.