ახალი ამბები მედია მთავარი

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია “საზმაუს”: “მოვუწოდებთ, აღადგინონ სამსახურში ლაშა მესხი”

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის, ლაშა მესხის სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ეფექტური მუშაობის შედეგად, რამაც გამოიწვია 500-მდე თანამშრომლის ხელფასის გაზრდა საზოგადოებრივ მაუწყებელში გასული წლის ივნისში, ხელმძღვანელობა უკანონოდ მოექცა ჩვენს კოლეგას, ლაშა მესხს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, აღადგინონ სამსახურში ლაშა მესხი და შეწყვიტონ ზეწოლის განხორციელება პროფკავშირის ხელმძღვანელებზე“, – განაცხადა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ ლერუტმა.

შეგახსენებთ, „მოამბის“ კორესპონდენტი ლაშა მესხი “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” 1-ელ მარტს გაათავისუფლეს. საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებამ აღნიშნული გათავისუფლება „როგორც მისი პროფკავშირული საქმიანობის გამო განხორციელებული დისკრიმინაცია“ შეაფასა. ლაშა მესხმა “მეტრონომს” განუცხადა, რომ მისი გათავისუფლება მის საქმიანობას და აქტიურობას უკავშირდება.

იტვირთბა....