ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფეთქება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე: შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა

პოლიტკოვსკაიას 18 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ახალგზარდა მამაკაცი დაშავდა. ის დამწვრობით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.  აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, გაზის გამათბობელი აფეთქდა.

დამწვარია 60-80 კვ.მ.-მდე ფართობი. ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....