ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაკავებულ დეკანოზ მამალაძის ოჯახს სავარაუდოდ დაცვა დაენიშნა

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ქობულეთში, დაკავებული დეკანოზის საცხოვრებელ სახლთან, „ტოიოტას“, „შკოდას“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილების გადაადგილება შეინიშნება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს შემდეგ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც აღნიშნული მანქანებით მოძრაობენ. “მეტრონომი” პროკურატურას დაუკავშირდა და გადამოწმება სცადა დაენიშნა თუ არა დაკავებული დეკანოზის ოჯახს დაცვა. თუმცა  მათი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

დაკავებული დეკანოზის საცხოვრებელ სახლთან სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის ავტომანქანების გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მამა გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას დაკავების დღიდან ითხოვდა. ის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზეც უარს აცხადებდა, გუშინ საღამოს კი, ადვოკატებმა მედიასთან განაცხადეს, რომ დეკანოზი დაკითხვის გასაგრძელებლად მზადაა.

იტვირთბა....