ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვის გასაგრძელებლად მზადაა”

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული დაკითხვის გასაგრძელებლად მზად არის.

“მამა გიორგის დაცვის მხარე მზადაა დაკითხვის გასაგრძელებლად. დაკითხვა გაგრძელდება მაშინ, როცა დაგვიკავშირდებიან პროკურატურიდან და ამისთვის მზადყოფნას გამოხატავენ”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს ეს მზადყოფნა თუ არა იმას, რომ დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

იტვირთბა....