საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, მიესალმება. ელჩის განცხადებით, მედია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ამიტომაც, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
„ გვჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდის მიმართულებას გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი თავისუფალ მედიას ენიჭება და მე პირადად მივესალმები მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს“, – განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.