ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფო ,,კელაპტარის” მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა. დაშავებული მამაკაცი ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.