ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საფრანგეთში ევროსასამართლოსთან ქართველებმა აქცია გამართეს

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან  “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად  საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს. ისინი  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეჩერებულია.

ქართველი დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის რაც დღეს “რუსთავი 2”-ის გარშემო ხდება, მათ აგონებს რუსეთში, პუტინის სცენარით განვითარებულ მოვლენებს.

აქციის მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ სტრასბურგის სასამართლო გაითვალისწინებს “რუსთავი 2”-ის იურისტების მოთხოვნას, წარმოებაში მიიღებს სარჩელს და ასევე ევროსასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

იტვირთბა....