ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავების ფაქტს განცხადებით ეხმაურება.
„სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია აქტიურად მიმდინარეობს. არაერთი რეფორმა განხორციელდა ამ მიმართულებით, რის შედეგადაც, მნიშვნელოვნად შემცირდა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
ამ მიზნით, ბოლო პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურთან ერთად გატარდა ერთობლივი ღონისძიებები და დაიწყო გამოძიება. ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა, უკანონო საქმიანობით იყოს დაკავებული ბუნებრივია პასუხს აგებს კანონის წინაშე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა.
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ასევე, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი