„პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.
”შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს, თუ პარასკევს საღამოს. როგორც მე ვიცი, ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში”, – განაცხადა ქარჩავამ.
მისი თქმით, ის დაკითხვას არ ესწრებოდა, შესაბამისად სხვა დეტალებზე ვერ საუბრობს.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს ერთ-ერთი პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. თუმცა გარკვეულ შეკითხვებზე მან პასუხი ოჯახის უსაფრთხოების გამო არ გასცა და მოითხოვა, რომ სამართალდამცველებმა ისინი დაიცვან.