“საფრანგეთმა მარინ ლე პენი პრეზიდენტად არ უნდა აირჩიოს”. ასეთი განცხადება გააკეთა მოქმედმა ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა „ლე მონდთან.
„თუ ის გაიმარჯვებს, ევროკავშირიდან საფრანგეთის გაყვანის პროცედურას აამოქმედებს, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროპის მომავალზეც ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ჩემი მთავარი ამოცანაა, ის საფრანგეთის პრეზიდენტი არ გახდეს,“ – აღნიშნა ოლანდმა.