აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„თამაზაშვილი წილში იყო, დაკავებული გელა ბარკალაია თუ ალაპარაკდა, თამაზაშვილსაც დააკავებენ“

 

„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ „მათე მოტორსის“ მფლობელის დაკავებას შესაძლოა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დაკავებაც მოჰყვეს.

მისი თქმით, თამაზაშვილი ბარკალაიას პირდაპირ წილში ჰყავდა  და მის მიერ რეკომენდირებული კადრები, ბიზნესს ხელმძღვანელობდნენ.

კილაძის ინფორმაციით, მათთან ერთად საქმეში საზღვრის დაცვის ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილიც გაჰყავდათ. ჟურნალისტის განცხადებით,  საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავტომობილების რემონტს და შესყიდვას ტენდერის გარეშე, სწორედ „მათე მოტორსში“ ახორციელებდა.

„თუ „მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია ალაპარაკდება, დამიჯერეთ, რომ როგორც თამაზ თამაზაშვილის, ასევე ზურაბ გამეზარდაშვილის დაკავებაც შესაძლებელი იქნება. საერთოდ პირადი ცხოვრებით შანტაჟი, თამაზაშვილის და ღარიბაშვილის პირადი გარემოცვის ექსკლუზივია.

გამოძიების  ვერსიის მჯერა, რადგანაც პირადი ცხოვრებით შანტაჟი ამ ადამიანების ჩვეული წესია. ღარიბაშვილის სიმამრის მეგობრები ჩვეულებრივი შანტაჟისტები არიან, რომლის შესახებაც არა ერთი მასალა გამოვაქვეყნე. ესენი იყვნენ, ვაჟა ძიძილოშვილი, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და სხვები, რომლებიც ასეთი შანტაჟის სპეციალისტები არიან. ბარკალაიას დაკავება, შესაძლებელია, რომ პროკურატურას თამაზაშვილზე გასასვლელად სჭირდებოდეს. ფაქტია, რომ ღარიბაშვილის და მისი სიმამარის გარემოცვის გავლენების შესუსტების შემდეგ გახდა შესაძლებელი რომ ბარკალაია დაეკავებინათ“,- ამბობს „მეტრონომთან“ საუბრისას ელისო კილაძე.

იტვირთბა....