სრულიად საქართველოს უწმინდესის და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ დაკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ადასტურებს.
კონკრეტულად როდის დაიკითხა თეთრუაშვილი, ქარჩავა არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი დაკითხვა დასვენების დღეებში, ამ შაბათ-კვირას მოხდა. ქარჩავა დეტალებზე საუბარს საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გეგმავს. ამ ეტაპზე თეთრუაშვილის დაკითხვის დეტალები უცნობია. თეთრუაშვილის დაკითხვის ფაქტს პროკურატურაში ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ.