ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წელს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. “სამოქალაქო უფლებების პატივისცემის” თავში საუბარია პრესის და გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც ძირითადად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. თავში ასევე საუბარია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტბმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ შეშფოთება გამოხატეს მედია პლურალიზმთან დაკავშირებით, რომელიც იმ მოვლენებს უკავშირდება, რაც ქვეყნის მთავარი ტელევიზიების მათ შორის, რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაზე ახდენს გავლენას. პარლამენტმა ვერ შეძლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რვავე წევრის არჩევა სამი წლის განმავლობაში, რაც როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აძლიერებს შეშფოთებას პროცესის პოლიტიზებასთან დაკავშირებით, მას ასევე ნეგატიური გავლენა აქვს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი ტელევიზიის და რადიო მაუწყებლობაზე, რათა შეასრულონ მათი პროგრამული პასუხისმგებლობები.
ანგარიშის მიხედვით, მთავრობის წარმომადგენლები პერიოდულად აკრიტიკებენ ზოგიერთ მედია საშუალებას, ძირითადად ეს არის “რუსთავი 2”.
“ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას მედია პლურალიზმის შეზღუდვის და მედიაში პოლიტიკური ჩარევის გამო. კონკრეტულად ეს უკავშირდება მთავრობის ჩარევას ქვეყნის ყველაზე უფრო პოპულარული ტელევიას “რუსთავი 2′-ს და ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასაც, რომელიც ამ არხის მფლობელობის სამართლებრივ დავას განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის პოზიციით ეს იყო კერძო მხარეების სამართლებრივი დავა, სააპელაციო სასამართლოს ქმედებები დანახული იქნა როგორც არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი მთავრობის მიმართ”,- ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:
“მედია გარემოზე დამკვრვებლები, არასამთავრბო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ. რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი კვლავ ძლიერ გავლენას ახდენს მთავრობასა და სასამართლო ხელისუფლებაზე, მათ შორის ქვედა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებეზე რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით”.
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 8 მარტამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს აღსრულება.