ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

დოკუმენტები, რომელსაც “რუსთავი 2” სტრასბურგში გზავნის

”რუსთავი 2” – ის ადვოკატები სტრასბურგში დღეს დამატებით დოკუმენტაციას გადააგზავნიან. ტელეკომპანიის ადვოკატის თამთა მურადაშვილის თქმით, დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები, ასევე ტელეკომპანიის იურისტების პოზიცია იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

”დოკუმენტების სახით წარდგენილი იქნება დამატებით ინფორმაცია ჩვენი პოზიციების გასამაყარებლად, რატომ ვთვლით, რომ უნდა გახანგრძლივდეს დროებითი ღონისძიება და არ აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სანამ სტრასბურგი არ განიხილავს არსებითად და არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა ”რუსთავი2”-თან საუბარში.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ დროებით შეჩერებით მექანიზმის ბოლო ვადა 8 მარტისთვის განსაზღვრა.

იტვირთბა....