ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩხრეკის შედეგად მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

ბელინსკის 52 ნომერში შსს-ს თანამშრომლები ამ წუთებში ჩხრეკას ატარებენ. გამომძიებლებმა 34 წლის მამაკაცი კანაფის მცირე ოდენობის ქონის გამო დააკავეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის, მამაკაცი უკვე მეორეჯერ არის დაკავებული. კანონის მიხედვით, პირველ ჯერზე 5 გრამამდე კანაფის ქონისთვის 500-ლარიანი ჯარიმას გათვალისწინებული, ხოლო განმეორებით შემთხვევაში ნივთიერების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკა უკანონოა. მათი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა ჩხრეკა ორდერის წარდგენის გარეშე დაიწყეს. მოგვიანებით კი განმარტეს, რომ ჩხრეკა გადაუდებლობიდან გამოდინარე ორდერის გარეშე დაიწყო, თუმცა გამომძიებლები არ ასახელებენ, თუ რატომ იყო ეს საქმე გადაუდებელი.

ამ დროისათვის ადგილზე სპეციალური ოქმია შედგენილი. 34 წლის მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი და მას სავარაუდოდ ამ წუთებში კითხავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ნარკოტესტირებაზე უარს აცხადებს.

შინაგან საქმეთა სამინიტროში კი აცხადებენ, რომ გამომძიებლებმა დააკავეს მოქალაქე, რომელსაც ჩხრეკისას აღმოაჩნდა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება და გაიჩხრიკა მისი ბინა, სადაც ასევე ამოიღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის, დავით ზაუტაშვილის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლებს არავითარი ნარკოტიკული საშუალება არ უნახავთ, ხოლო ნანახი ნივთიერებები ძაღლის საჭმელი და ე.წ. დინდგელია.

ადგილზე მიმდინარე მოვლენებს საკუთარ Facebook-ის გვერდზე “პარტიზანი მებაღეების” დამფუძნებელი, ნატა ფერაძე ავრცელებს.

წყარო: rustavi2.com

იტვირთბა....