ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ – თქვენი დამსახურებაა!“

გადაცემა “პროფილის” ავტორი და წამყვანი, მაია ასათიანი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მძიმე წუთებში გვერდში დაუდგა.
„სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის! ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს, ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს, თეა გვარამიას, რომ არა ის – მე არ ვიქნებოდი! ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებს საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს მარიამ გეგუჩაძეს და მის დედას, ნანუკას – ცოცხალი რომ ჩავედი პარიზში, ამ პატარა გოგოს დამსახურებაა!..

საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონს, გოჩა ჯავახიშვილს, ნამდვილი მშობლებივით რომ ადგნენ ჩემს შვილს თავზე, მამა ანტონს – ჩემი გადარჩენისთვის!

„საქართველოს ავიახაზებს“, საფრანგეთის კონსულს საქართველოში, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! ჩემს„რუსთავი-2“-ს – უთქვენოდ მე მოვკვდებოდი! არნახული შინაგანი სიძლიერის კაცს, რომლის მსგავსს არსოდეს შევხვედრივარ, ნიკა გვარამიას – მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის! და რაც მთავარია, ჩემს მაყურებელს, ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის! მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ – თქვენი დამსახურებაა!“ – აღნიშნავს ტელეწამყვანი.

შეგახსენებთ, მაია ასათიანის ქალიშვილი მენინგოკოკური ინფექციით პარიზის ერთ-ერთ სააავადმყოფოში ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. ნუცა მახვილაძის ხსოვნის პატივსაცემად უნივერსიტეტში, სადაც ის წარჩინებით სწავლობდა, მისი სახელობის ნატვრის ხე დაიდგა. ასევე დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია, რომლითაც პარიზის უნივერსიტეტში სწავლის მსურველი ქართველი წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან…

იტვირთბა....