ახალი ამბები მთავარი სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” III ტურის შეხვედრაზე, ესპანეთის ნაკრებთან,  20:10 გაიმარჯვა.
დაბა მედინა დელ კამპოში პირველი ტაიმი ესპანელებმა მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში “ბორჯღალოსნებმა” მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დაამიწეს, თუმცა მსაჯმა ლელო არც შალვა მამუკაშვილს ჩაუთვალა, არც – ლაშა ხმალაძეს. 49–ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გიორგი თხილაიშვილმა ლელო დადო.  კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 10:10.
59–ე წუთზე “ბორჯღალოსნები” ანგარიშში დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი კი იოსებ მათიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ესპანელებთან მატჩი სადებიუტო იყო მთავარ ნაკრებში. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში 10:17 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
72-ე წუთისთვის ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოო ანგარიში კი კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა – 20:10.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

იტვირთბა....