ახალი ამბები მთავარი სამართალი

საპატრიარქოს იურისტი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა მამა გიორგის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ

“თუ მამა გიორგი მამალაძე თვლის, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა იქნას დაცული და ამისათვის დასაბუთებული მოტივაციაც გააჩნიათ მის ადვოკატებს, ეს უნდა გაითვალისწინონ სამართალდამცავმა ორგანოებმა”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

როგორც ის ამბობს,  დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წმინდა სინოდი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი დაკავების პირველივე დღიდან ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს.
წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება.

იტვირთბა....