ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, 31 წლის მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, დღეს დილით, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.