ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული კ.კ. საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 6 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება ამონიუმი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 46 საბრძოლო ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილი დეტალები ამოიღეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ფეთქებადი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

გამოძიება საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

იტვირთბა....