ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, ამავე გზის კმ138-კმ173 (მესტია-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ1-კმ138 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

იტვირთბა....