ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დასავლეთ საქართველოში, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

დასავლეთ საქართველოში, ზღვაზე დღეს 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 4 მარტს, დღისით საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები. ასევე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოში, ზღვაზე კი – 3-4 ბალიანი შტორმი.

იტვირთბა....