ახალი ამბები მედია მთავარი

დავით დვალი: “მე ცენზორად “რუსთავი 2-ზე” არ დავბრუნდები”

“მე ყველა ვარიანტში მინდა ერთი რაღაცა იცოდეს საზოგადოებამ, მე ცენზორად „რუსთავი 2-ზე” არ დავბრუნდები”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის არ დაუშვებს, რომ „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს და თუ ამისგან დაცვის მექანიზმი მას არ ექნება, ჩათვლის, რომ ტელეკომპანია ისევ მითვისებულია.

„არც ერთ ვარიანტში მე არ დავუშვებ, რომ „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს. თუ რაიმე შანსი, თეორიული მაინც, იყოს იმისი, რომ რაღაც კონფიგურაცია ისე დაჯდეს, რომ ამის კონტროლი და დაცვის მექანიზმი მე არ მექნება, ვაცხადებ, რომ მე არ მაინტერესებს ასეთ „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნება, ჩავთვლი, რომ „რუსთავი 2“ ისევ მითვისებულია ისევ თავიდან ვიღაცის მიერ და გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე. ჩემთვის აქ კომპრომისი არ არსებობს“, – განაცხადა დვალმა.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს, ტელეკომპანია “რუსთავი 2” უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეაჩერა.

იტვირთბა....