ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას შეთავაზებას, მიჰყიდოს არხი “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს, პასუხობს

 

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეთავაზებას, მიჰყიდოს “რუსთავი 2”-ის კოლექტივს ტელევიზია, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2 ” მფლობელობაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა,“გურია ნიუსთან” პასუხობს:

“გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას.

ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას.  ვიცით, რომ მილიონები მისთვის minor issue არის ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ დაავიწყდათ რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს.

_ ბატონო ქიბარ, არც იმას ივიწყებენ და გახსენებენ, რომ თავის დროზე, თქვენც სხვისგან წართმეული მიიღეთ…

_ წამრთმევი ვინ იყო? დასაჯონ გვარამია და მიშა. ვის რას აბრალებენ? თავიანთ მიშას ჰკითხო”, -განაცხადა ხალვაშმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

 

იტვირთბა....