ახალი ამბები მედია მთავარი

reuters: “უზენაესმა სასამართლომ შეცვალა ქვეყნის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მფლობელობა”

“რუსთავი 2ის” საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააგენტო reuters-მა ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა.

ავტორის თქმით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეცვალა ქვეყნის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, “რუსთავი 2-ის” მფლობელობა.

საინფორმაციო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობასთან შეკრებილმა ასობით მაყურებელმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და “რუსთავი 2-ის” მომხრეებმა, მხარდაჭერის გამოსახატად კომპანიის სტუდიაში გადაინაცვლეს.

ავტორი ასევე იხსენებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ, კრიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ქიბარ ხალვაში გააჩუმებს მთავრობის მიმართ ერთადერთი ძლიერი კრიტიკული მედიის ხმას.

reuters-ი აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან ერთად, საკუთარ შეშფოთებას უცხოელი დიპლომატებიც გამოხატავენ.

იტვირთბა....