ახალი ამბები მედია მთავარი

“დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით”

„დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მგონია, რომ გაუგებრობას ადგილი არ ექნება. კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მათგან განსხვავებით “, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“.

„მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, დარჩება თუ არა ამ შეთხანხმების შემდეგ საკონტროლო პაკეტი ხალვაშს ხელში, ის აცხადებს, რომ შეეცდება, ტელევიზია იყოს ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია.

„ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ ის სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს და შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია“, – განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, გუშინ უზენასესი სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ, ტელეკომპანია “რუსთავი” 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება იყო ტელეკომპანიის 50%-სა და მართვის უფლებაზე.

იტვირთბა....