ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა მთელი ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარეს. „რუსთავი 2“-თან წუხელ კარვები გაიშალა, რომლებიც ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ტელეკომპანიის ეზოში მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონობად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად და ხელისუფლების მიერ „რუსთავი 2“-ის წართმევად“ აფასებენ.