“ზუსტად იმდენი წლის ვარ, რამდენისაც არის ბიძინა, -60 წლის. ახლა დროა სულზე ვიფიქროთ, მარადიულ ფასეულობებზე და მინდა მას ვკითხო- რისთვის იბრძვით?.. რა ჟინია ასეთი არანორმალური, ძალაუფლების… ფულმა იცის?”-განაცხადა მხატვარმა გია ბუღაძემ გადაცემა “არჩევანის” საგანგებო ეთერში.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას ცუდად მოუბრუნდება:
“თავისუფლება კრიტიკულ აზრს გულისხმობს. კრიტიკული აზრის დაკარგვა კი თავისუფლების დაკარგვას ნიშნავს. კრიტიკული აზრის სიმბოლო იყო “რუსთავი 2″. ისტორია ხართ და ისტორიას ასე ვერ დახურავენ”-განაცხადა ბუღაძემ.
უზენაესი სასამართლოს 9-ვე მოსამართლემ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადასცა.