“ქრონიკა პლუსის” რედაქტორი სკანდალურ ფეისბუკ პოსტებს აქვეყნებს.
„ბატონო ბიძინა, – ხვალ დილით ადრე რომ გაიღვიძებთ და აქ შემოიხედავთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით :
რუსთავი 2 დაბადებულია გამარჯვებისთვის, მასთან ბრძოლა ყველა ხელისუფლებამ წააგო. მე გირჩევთ, არ ღირს “ !!!!
“ანტრიკოტ”არ გინდა ახლა სტრელკების გადატანა და მესიჯების გაგზავნა ნაცებთან და ჟურნალისტებთან მთავარი ფიგურა ივანიშვილის კარზე ანზორ ჩუბინიძეა, მის გარეშე ნაბიჯს არ დგამსო. სოსო, გამოდი -გიცანით“
„იცით, რატომ ხართ მაგრები რუსთავიორელებო ?!
მიუხედავად, ამდენწლიანი ომისა, მიუხედავად სარფიანი შემოთავაზებებისა (რაც ვიცი და რაც არ ვიცი), არ გაიყიდეთ და სახურავზე არ დადექით, არ გაემიჯნეთ ტელევიზიას. ამიტომ მოვდივარ აქციაზე და ვიქნები თქვენთან ერთად ამ ომში. ყველაფერი კარგად იქნება. რუსთავი 2 ჩვენია“ !
„უზანაესი სასამართლო ამ წუთებში ყიდის სამართალს და ქვეყნის დემოკრატიას.
თემიდა ნამდვილად დაბრმავდა.
ქვეყანა რუსი ოლიგაქრის ტყვეა !!!!!
ზეგ ჩრდილო კორეაში გაიღვიძებთ“ !!!!!!
„ტრაგიკომედიამდე მისული ქართული სამართალი-ბრალდებულმა პროკურორები დაწყევლა.
იქნება წყევლამ მაინც უწიოს-სამართალი რომ არსებობდეს ჯარჯი წიკლაური ციხეში უნდა იჯდეს გიზო გოგლიჩიძის საქმეზე.“
„სუსის ამომავალმა ვარსკვლავმა გიორგი ჩიქოვანმა სუსის სააგენტოებზე გვაუწყა,რომ სასამართლო ხვალ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და რუსთავი 2 ჩვეულებრივ გააგრძელებს ახალი მეპატრონის ხელში ფუნქციონირებას.
დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იგივე გაიმეორეს.
ჰო, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა…
ანუ ფონი მოამზადეს და ხვალ-ზეგ უზანაესი სასამართლო რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს.
ეს პროცესი იმაზე მეტად მაშინებს, ვიდრე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა – ივანიშვილს ისეთი რამ აქვს ჩაფიქრებული, რომ რუსთავი 2 განეიტრალებული სჭირდება. ასეთ რისკზეც იმიტომაც მიდის.“
„ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით ნერვიულობა არ ღირს.
ჯერ ერთი, იმ ბრძენ კაცს საკუთარი” ოტო “აქვს შუშის სასახლეში და ვისაც უნდა უსმენს.
მეორეც, კანონში მხოლოდ ისაა ჩასაზუსტებელი – სუსის უფროსი გომელაურია თუ გოგაშვილი.
ისინიც 24 საათი მისმენდნენ და ესენიც მისმენენ. კომისიის წევრი თუ ეკა ბესელია იქნება, ხმამაღლა და გამოთქმით ვაგინებ ,ან დავწყევლი” – წერს კილაძე
შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები სასამართლოს ვერდიქტს ელიან.