ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფარულ ჩანაწერში არის თუ არა ფრაზა – შორენა უნდა წავიდეს მარილზე, ანუ, უნდა მოკვდეს”

გადაცემა “არჩევანში” ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე პასუხობდა კითხვებს.

ჟურნალისტის კითხვაზე: “ჩანაწერში არის თუ არა ასეთი ფრაზა, “შორენა უნდა წავიდეს მარილზე”, ანუ, უნდა მოკვდეს… “,  მამა გიორგიმ უპასუხა, რომ ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემს.

ცნობისთვის, საპატრიარქოს წარმომადგენლები გაეცნენ პროკურატურის მიერ მოძიებულ ფარული ჩანაწერებისა და საქმესთან დაკავშირებული დეტალების ნაწილს.

მამა გიორგი ზვიადაძემ, ამ კითხვისგან განსხვავებით, დაზუსტებით გასცა პასუხი, რომ ჩანაწერებში არ არის საუბარი დეკანოზი გიორგი მამალაძის მიერ  ოქროს გასაწმენდად ციანიდის შეძენის შესახებ.

 

იტვირთბა....