ახალი ამბები მთავარი სამართალი

უფლისციხის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრა

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

” შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თავდაცვის უწყება განმარტავს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.

საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები. ასევე, შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციის უფროსი.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.”-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....