ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს: მორიგე-ოპერატორი დაჭრილია

ზუგდიდის რაიონის სოფელ ბაშში  გვიან ღამით,  ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. პირველადი ინფორმაციით, წაღებულია 300 ლარი და დაჭრილია მორიგე-ოპერატორი.  მორიგე-ოპერატორი გ.ჯ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და ექიმებსაც აუკრძალა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდონ, ამიტომ, ამ დროისათვის, უცნობია, რა სახის დაზიანება მიიღო გ.ჯ-მ ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ. დაუზუსტებელი ცნობით, გ.ჯ-ს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

დაყაჩაღების ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.  საქმეზე ინტენსიური გამოძიება  179-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....