ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეკანოზი მამალაძე გარკვეულ კითხვებზე პასუხის გასაცემად უსაფრხოების გარანტიებს ითხოვს

დაკავებული დეკანოზის ადვოკატების ცნობით, გიორგი მამალაძე  გარკვეულ კითხვებზე პასუხის გასაცემად უსაფრხოების გარანტიებს ითხოვს. განცხადება ამის შესახებ, დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა, გუშინ გვიან ღამით, დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთეს. მათივე განმარტებით, დაკავებულმა  სამართალდამცველებს ამომწურავი პასუხები გასცა როგორც ციანიდის საქმეზე, ასევე იარაღთან დაკავშირებულ კითხვებზე.

“დაკითხვის დროს მამა გიორგიმ ბრძანა, რომ იქ გამოძიების მხრიდან გარკვეული შეკითხვებიც იყო, ამ ეტაპზე შეიკავა თავი ერთი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახის წევრები, რაზეც პროკურატურისთვის ცნობილია,“ – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

იტვირთბა....