მეუფე პეტრე იმედის “ეთერში”ილია მეორის მოწამვლაზე საუბრობს, რომელსაც, მისი თქმით, 2009 წელს უნდა ჰქონოდა ადგილი.
მეუფე პეტრეს თქმით, მისი ეჭვები მართლდება. ”ამ საშინელი სკანდალური, სამარცხვინო მოვლენის ავტორი ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი) დღემდე მართავს სიტუაციას და სანამ არ გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს, დაუსრულებელი იქნება ეს ინტრიგები.
“მახსენდება, რომ ეს ადამიანი როცა საკუთარ ინტრიგებში იყო გახვეული, არაერთხელ გაუწირავს პატრიარქი, წმინდა სინოდი, ასევე გაწირავს ხელისუფლებასა და მის ავტორიტეტს საკუთარი თავის გადასარჩენად. როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს – ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს, ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.