ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჭყონდიდის ეპარქიაშიც ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს”

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში, ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს. მისი თქმით,  თუ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბიზნესსა და ფინანსურ ნაწილს  აუდიტი ჭირდება, ეს პირველ რიგში ჭყონდიდის ეპარქიიდან უნდა დაიწყოს.

“მობრძანდით, ოღონდ მეც უნდა ჩამსვას აუდიტებმა, დავიწყოთ თუნდაც ანბანის მიხედვით და შევამოწმოთ, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაც ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს. წამობრძანდით თქვენც – “რუსთავი 2”, – ის ტელევიზიის ჟურნალისტო.  საპატრიარქოს აბსოლუტურ უმრავლესობაში, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში ყველაფერი კარგად არის ბუღალტრულად გაფორმებული, უბრალოდ, ცოტა დიდი ფუფუნება სუფევს”,-ამბობს ანდრიაძე. შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე ცავაა.

იტვირთბა....