ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ომბუდსმენი რაზეც საჭიროა იმაზე არ რეაგირებს და რაზეც საჭირო არ არის იმაში ეჩრება”

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, ომბუდსმენი იმ საქმეში ეჩრება რაზეც საჭირო არ არის, ხოლო რაზეც საჭიროა იმაზე რეაგირებას არ ახდენს.

გიორგი ანდრიაძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ გამოსაძიებელია რა ინფორმაციას აწვდიან კათოლოკოს-პატრიარქს. ანდრიაძის თქმით, დაახლოებით 2 თვის წინ სახალხო დამცველს  2 ლაზის დაკავების შესახებ მიმართა, თუმცა, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

”დააკავეს 2 ლაზი, სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ და ერთ-ერთი თურქეთის მხარეს გადასცა. მომხდარზე რეაგირება სახალხო დამცველს ეკუთვნის, რაზეც საჭიროა იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება იმაში ეჩრება“, – განაცხადა ანდრიაძემ და დასძინა, რომ ლაზები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში.

იტვირთბა....